logo
ENG



სარჯველაძე ზელენსკიზე: ფაქტებში ვერ ერკვევა, როცა [სააკაშვილზე] კომენტარს აკეთებს

15 აპრ 202319:32
3 წუთის საკითხავი
 
სარჯველაძე ზელენსკიზე: ფაქტებში ვერ ერკვევა, როცა [სააკაშვილზე] კომენტარს აკეთებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება.

სარჯველაძე ამბობს, რომ ზელენსკი ფაქტებში ვერ ერკვევა.

"მგონია, რომ ფაქტებში ვერ ერკვევა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებს. არ ვიცი რამდენად განსწავლულია ის იურისპრუდენციაში, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის იცლის ამ საკითხებზე, როგორც ჩანს ის მიიჩნევს ამას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მაგრამ უმჯობესია, რომ ასეთ დროს თვითონ გარემოებებშიც ჩახედვა მოხდეს. იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ასე ემოციების დონეზე ან უბრალოდ პიარის შედეგად ჩამოყალიბებული ემპათიის გამო კეთდებოდეს ასეთი განცხადება, რომელიც ევფემიზმი რომ გამოვიყენოთ, მე ვფიქრობ, რომ გადაუმოწმებელია", - თქვა სარჯველაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აპრილს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია წმინდად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე. 

 


close დახურვა